ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი
თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში ტრანსპორტის განყოფილება დამოუკიდებლად აღარ იარსებებს. ის ეკონომიკის განყოფილებასთან გაერთიანდება. განყოფილების ფუნქციები ახლადშექმნილ შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიასა” და გაერთიანებულ ეკონომიკის განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაზე გადანაწილდება. ასევე, უქმდება ტრანსპორტის განყოფილების უფროსის პოსტიც. რაც შეეხება განყოფილების თანამშრომლებს, ისინი მუშაობას გაერთიანებულ ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის განყოფილებაში გააგრძელებენ.
საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს განიხილეს.
შეგახსენებთ, შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია” მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა დაანონსდა. მარტიდან ქალაქში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.