21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ღონისძიებები გაიმართება და უკუთვლის საათები ჩაირთვება. უკუთვლის საათების ჩართვა სამივე ქალაქში 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდება. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.

ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჩემპიონატის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.

21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *