ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად გიორგი ტუღუში დაინიშნა, ის ამ თანამდებობაზე მასიმილიანო ფერარის ჩაანაცვლებს, რომელიც 2022 წლის სეზონში კურირებდა ტორპედოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას.

ამის სესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა ,,ტორპედომ’’ გაავრცელა. გიორგი ტუღუშის ასისტენტი არჩილ ჩხაბერიძე იქნება.

გიორგი ტუღუში პროლიცენზიის მქონე სპეციალისტია, რომელიც მწვრთნელთა განათლების კურსების ტუტორი გახლავთ, სადაც საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ქართველ მწვრთნელებს უზიარებს. იგი წარსულში ხელმძღვანელობდა თბილისის „დინამოს“ აკადემიას და არერთი წელი აქვს გატარებული ბავშვთა ფეხბურთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *