მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტუნისში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან პრიზე – ოქროს მედალს დაეუფლა.
გრან პრის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ იტალიელი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ლუიჯი სამელე 15- 8 დაამარცხა.
ტუნისის გრან პრიზე გამარჯვების შემდეგ სანდრო ბაზაძე 233 ქულით მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.
ფინალმდე სანდრო ბაზაძემ უნგრელი ანდრას სატმარი (15:12), გერმანელები მატიას შაბო (15:8) და რაულ ბონაჰი (15:13), რუმინელი მატეი სიდუ (15:4) და იაპონელი კენტო იოშიდა (15:14) დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ჯამში ხუთ საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამოვიდა და ხუთივეზე საპრიზო სამეულში მოხვდა.