ქუთაისის მერია საფეხბურთო კლუბ ,,ტორპედოს’’ შესყიდვაზე ტენდერს ისევ გამოაცხადებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება მოიძიოს დონორები და შემოსავლის სხვა წყაროები, რათა კლუბის ბიუჯეტმა 4 მილიონი ლარი შეადგინოს. სახელფასო დავალიანების რისკის შემთხვევაში კი  წარადგინოს 4 მილიონი ლარის საბანკო გარანტია ვალდებულებების შესასრულებლად.

 

,,აქ მთავარია არა თანხა, არამედ იმიჯი. ყველაფერს გავაკთებთ, რათა კლუბს კეთილსინდისიერი ინვესტორი მოვუძიოთ,’’-აღნიშნა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიამ კლუბის გასხვისების შესახებ ტენდერი ივლისშიც გამოაცხადა, თუმცა ,,ტორპედოს” შესყიდვით არავინ დაინტერესდა.

ქუთაისი ს მერიამ ,,ტორპედო’’ 2017 წელს 300 ათას ლარად გაასხვისა, თუმცა ინვესტორმა, ზაალ ჩაჩავამ ვალდებულებები არ შეასრულა და კლუბი დატოვა. Შემდეგ საფეხბურთო კლუბი იტალიელმა ინვესტორმა შეისყიდა, რომელმაც ასევე არ შეასრულა ვალდებულებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *