დღეს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის
ცერემონიალი გაიმართება. საქართველოს დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.
წელს ოლიმპიადაზე იმერეთიდან 6 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 3 ქუთაისელია.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 35 სპორტსმენი იასპარეზებს.
სულ ოლიმპიადაზე 205 ქვეყნის 11 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს 9 ძიუდოისტი (7 ვაჟი, 2 ქალი); 7 მოჭიდავე (3 თავისუფალი სტილის, 4 – ბერძნულ-რომაული); 5 მძლეოსანი; 4 ძალოსანი; 3 მოკრივე, 2 მოცურავე, თითო მსროლელი, მოფარიკავე, კარატისტი, ჩოგბურთელი და ტანმოვარჯიშე.
შეგახსენებთ, კოვიდ 19-ის გამო თამაშების ჩატარება ერთი წლით იყო გადავადებული.