ქუთაისელმა მათე ცინცაძემ საქართველოს
15 წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გურჯაანში 11-12 მარტს მიმდინარეობდა. მასში ქვეყნის მასშტაბით 230-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა სამი საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლეს.
I ადგილი-მათე ცინაძე (38 კგ. წონით კატეგრია)
III ადგილი-ავთო ლიკლიკაძე (62 კგ. წონით კატეგრია)
III ადგილი-სოსო ჯიშკარიანი (85 კგ. წონით კატეორია)
ჩემპიონატის წარმატებული მონაწილეები მომავალში მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე იასპარეზებენ.