ქუთაისში თენგიზ სულაქველიძის სახელობის სტადიონი გაიხსნა. სტადიონი ჭომას
დასახლებაში მდებარეობს. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდა გასახდელები, სველი წერტილები, ტრიბუნები და მოედნის სანიაღვრე არხი. ასევე შეიცვალა განათების სისტემა. მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს.
მოედანზე უკვე გაიმართა სიმბოლური მატჩი, რომელშიც მოზარდ ფეხბურთელთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
,,ეს ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისათვის. მე აქ გავიზარდე და მაშინ ასეთი სიტუაცა არ იყო. ძალიან გამიხარდა,რომ ჩემს უბანშია. ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი პრეცენდეტია, როდესაც უბანში ბალახის საფარიანი სტადიონი გაკეთდა. ეს ძალიან იშვიათია ჩვენს ქვეყანაში”.- განაცხადა თენგიზ სულაქველიძემ.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “თეგიკა უნივერსალი” ასრულებდა და მისმა ღირებულებამ 111800 ლარი შეადგინა.