ღია ტიპის მოედნებზე მაყურებლის დაშვება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ საქართველოს
ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით უახლოეს 2 დღეში შესაბამისი ცვლილებები შევა პროტოკოლში და ამის შემდეგ მაყურებლებს სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება შეეძლებათ. დახურული ტიპის დარბაზებში მაყურებლის დაშვებაზე შეზღუდვები ჯერ ისევ რჩება.
,,სტადიონზე შესვლამდე იქნება თერმოსკრინინგი და ყველა ის ზომები დაცული, რაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის. იმ სტადიონებზე, რომლებიც არის ღია სივრცის და არ ვსაუბრობ დახურულ არენებზე და დარბაზებზე, იქნება შესაძლებელი მაყურებლის დაშვება. ეს იქნება ფეხბურთი, რაგბი თუ სპორტი სხვა სახეობა.”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.