,,ტორპედო” მზადაა საჭიროების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზა საკარანტინო
ზონად მოაწყონ. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადეს, ამასთანავე რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს.
,,გუნდა მიიღო რეკომენდაცია, რომ გარკევული ვადით არ ივარჯიშოს, შესაბამისად არ ვარჯიშობს არც ასაკობრივი და არც მთავარი გუნდი. შესაბამისად, მიიღო გუნდმა გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად გადაკეთდეს.”- განაცხადეს კლუბის პრესსამსახურში.