თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატში
საჩხერელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
შეჯიბრში საჩხერის სასპორტო სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ჭაბუკთა შორის 92 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ლევან ბაზაძემ, ხოლო 85 კგ წონით/კატეგორიაში მესამე ადგილი რამინ გულიტაშილმა დაიკავა. ახალგაზრდებს შორის 65 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ლუკა ჩხიტუნიძე გახდა.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ჩემპიონატი ხაშურში ჩატარდა.