ქუთასის ,ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი საერთაშორისო კომპანია ედენარო იქნება.
ახალ სპონსორს მედიისა და გულშემატკივრების წინაშე კლუბის ახალი ინვესტორი წარადგენს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ედენარო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ გაყიდვების მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ნივთის ნებისმიერი რაოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მათ შორის კრიპტოვალუტითაც, რითაც გამოირჩევა თავისი კონკურენტებისგან. კომპანია მუშაობს როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში.
,,ტორპედოს” ახალი ეკიპირება, ფან-შოპი, ავტობუსი და განახლებული ვებ-გვერდი ექნება.