ქუთაისის ,,ტორპედომ” თბილისის ,,მერანი” ამხანაგურ მატჩში მინიმალური
სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი ,,მერანის” კარში სინჯებზე მყოფმა ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ამხანაგური მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
წინა ამხანაგური მატჩი ,,ტორპედომ” ფოთის ,,კოლხეთთან” ფრედ, 2:2 , დაასრულა.
ქუთაისის ,,ტორპედოს” ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება. პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 თებერვალს, 14:00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კლუბის პრეზიდენტი ფაბიო მანინო მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.