უკრაინელი ნახევარმცველი ივან ბობკო ,,ტორპედოში” ითამაშებს . ,,ტორპედოსა”
და ნახევარმცველ ივან ბობკოს შორის შეთანხმება უკვე შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
,, უკრაინელი ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ჩვენს კლუბში ითამაშებს. 29 წლის უკრაინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს. ჩვენი ახალწვეული 2010-დან 2014 წლამდე ჩერნომორეცის ღირსებას იცავდა, საიდანაც მეტალისტში გადაბარგდა, 2016 წელს კი დებრეცენის მაისური მოირგო. მისი ბოლო კლუბი ყაზახური ოკჟეპტესია.”- აღნიშნულია განცხადებაში.
“ტორპედომ” ასევე სერბი ფეხბურთელი დაიმატა.