“ტორპედომ” სერბი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით,
,,ტორპედოსა” და ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა.
ფეხბურთელი 25 წლისაა. 15 თებერვალს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.
,,ჩვენმა ახალწვეულმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო. 2012-დან 2017-წლამდე ის პოლონური კორონას ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წელს ვარდარში გადაბარგდა. ვარდარის მაისურით მარკოვიჩმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
1-ლ მარტს ქუთაისის “ტორპედო” გორის “დილას” უნდა დაუპირისპირდეს. გუნდმა ვარჯიში განაახლა. ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბარში ამბობს, რომ ვარჯიშის პირველი დღეები ნაყოფიერი იყო. კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა, ამ ეტაპზე გუნდი სრულად არ დაკომპლექტებულა.