რა რაოდენობის თანხის ჩადებას გეგმავს იტალიელი ინვესტორი “ტორპედოში” უცნობია.
ფაბიო მანინო ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, ის ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების დავალიანებას გაისტუმრებს. საუბარია 1 7000 000 ლარზე. რაც შეეხება საბანკო დავალიანებას, მანინოს განმარტებით, მას ხელისუფლება დაფარავს. მანინო არ აკონკრეტებს, რა თანხას ჩადებს გუნდში მომდევნო ეტაპებზე და განმარტავს, რომ ყველაფერი კლუბის საჭიროებებიდან გამომდინარე გაკეთდება.
“მოლაპარაკებები საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ჩვენ ის დეკემბრიდან დავიწყეთ. ამ საქმეში ინვესტირება როგორც ჩემი მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არის. ჩვენ დავფარავთ ფეხბურთელებისა და პერსონალის სახელფასო დავალიანებას. კონტრაქტში გათვალისწინებულია, რომ ერთიანად დაიფარება ხელფასები. მთავრობა მოაგვარებს საკითხის ნაწილს, საუბარია საბანკო დავალიანებაზე. ჩემი ინვესტიცია დასაწყისისთვის 1 700 000 ლარს შეადგენს. თანხა, რომელიც ამ ეტაპზე აუცილებელი იყო ჩავდეთ, დანარჩენს გუნდის საჭიროებებიდან გამომდინარე გავაკეთებთ. ჩვენ ვერ გეტყვით, რომ თვითონ ბიუჯეტი მზად გვაქვს. უნდა შევისწავლოთ სიტუაცია და ვნახოთ პირობები და საჭიროებები. უნდა ვიყოთ რეალისტები და არ ვიოცნებოთ,”-განაცხადა მანინომ.