იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძეს, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასა
და ,,ტორპედოთი” დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება.
,,შეთანხმება მიღწეულია. ,,ტორპედოს” პრობლემა გადაჭრლია. პირველი მარტიდან გუნდი უკვე ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. დარჩა ტქნიკური საკითხები, რომლებიც კლუბის გადაცემის საკიტხთან არის დაკავშირებული.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ფაბო მანინის განცხადებით, მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება.