იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძეს, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასა და ,,ტორპედოთი” დაინტერესებულ
იტალიელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა. ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება.
ინვესტორების განცხადებით, მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება.
,,ქუთაისში ჩვენი ყოფნის მიზეზი ქუთაისის “ტორპედოა”. გვსურს ამ კლუბის შეძენა, ქალაქის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები წარმატებით გავმართეთ და ველით დასრულებას.
გვსურს ამბიციური კლუბის შექმნა, რომელიც საქართველოში საუკეთესო იქნება. გვინდა კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება.” – განაცხადა ფაბიო მანინიმ.
შეგახენებთ, რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. გუნდში შექმნილი პრობლემები გულშემატკივრება არაერთხელ გააპროტესტეს.