ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215 კგ დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის გამარჯვება ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით მოიპოვა.
მედლების გარდა, ქართველმა ძალოსანმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები მოიპოვა.