,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020″-ის იმერეთის რეგიონული ტურნირი 6 მარტს გაიხსნება.
მასში რეგიონის მასშტაბით 130 გუნდი ჩაერთვება. მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 7 სახეობაში დაუპირისპირდებიან. რეგიონული ტურნირისთვის მზადება დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც საშეჯიბრო ბადე განისაზღვრება.
,, საინტერესო პროექტი შევთავაზეთ სკოლებს მსოფლიო სპორტის დღესთან დაკავშირებით. გუნდები საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტებით წარმოდგებიან. პროექტისადმი ინტერესი გამოხატა არა მხოლოდ ქუთაისის სკოლებმა, არამედ სხვა რეგიონების გუნდებმაც.” – განაცხადა იმერეთის რეგიონში ოლიპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.
“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020”-ის იმერეთის რეგიონული ტურნირის ორგანიზატორი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაა.