ქუთაისელმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძემ იტალიაში მიმდინარე ტურნირზე
3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. რომში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.
ძალოსანმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. მან სამივე მისვლა – 123/128/131 წარმატებით გამოიყენა.
მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამი დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შოთა მიშველიძემ იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამითაც.
,,ბოლო დროს გავლილ შეჯიბრებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსვლა მქონდა ამ ტურნირზე, რადგან ყველა ცდა გამოვიყენე და იმედი მაქვს მალე მაქსიმალურ ფორმაშიც ვიქნები. ლიცენზიის მოპოვება ადვილი არ არის. შედეგი უნდა ვაჩვენო ევროპის ჩემპიონატზე ისეთი, რომელიც რეიტინგში მყოფ 14 სპორტსმენს შორის შემანარჩუნებინებს ადგილს.”- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას მიშველიძემ.
ქუთაისელი ძალოსანი აპრილში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.