,,დაელოდეთ მერიის ოფიციალურ განცხადებას”.- ასე უპასუხა ქუთაისის მერმა საფეხბურთო
გუნდ ,,ტორპედოს” ახალი ინვესტორისათვის გადაცემის შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, მოლაპარაკებები ფედერაციასთან გრძელდება და პარალალურად იტალიელ ინვესტორს ელოდებიან.
,, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფედერაციასთან. ვადებში ვასწრებთ, საბუთების ნაწილი ატვირთულია და ვაგრძელებთ ფედერაციასთან მუშაობას, პარალელურად ველოდებით იტალიელ ინვესტორს, რომელიც ერთხელ იყო ჩამოსული და მოლაპარაკებების ის ფაზა წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, ამიტომ ცოტა დრო კიდევ გვჭირდება. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ”.- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
არსებული ინფორმაციით, ,,ტორპედოთი” იტალიელი ინვესტორი ფაბიო მანინია დაინტერესებული.
ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დატოვა.