თანხების არ ქონის გამო ბაღდათში სპორტულ კომპლექსს ვერ აკეთებენ. ბაღდათის მერის,
არჩილ გოგსაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსის მოწყობის სურვილი აქვთ, პროექტი ძვირადღირებულია, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ სწვდება. საჭიროა დამატებითი თანხების მოძიება.
,,სამწუხაროდ, ბაღდათში არ გვაქვს სპორტული კომპლექსი. არის სპორტული სკოლა,მაგრამ საკმაოდ პატარა შენობაშია განთავსებული, თუმცა ჩვენი სპორტსმენები კარგ შედეგებს დებენ. ამ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. პროექტი არის გამზადებული, მაგრამ არის ძალიან ძვირადღირებული. 4 მილიონ ლარამდეა თანხა საჭირო პროექტის მიხედვით. რეგიონული განვითარების ფონდიდან სადღაც 4 მილიონ 900 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და ერთ პროექტს მოხმარდეს ეს თანხა და მიმდინარე პრობლემატიკა დავტოვოთ ისე რთულია. ამიტომ შევიკავეთ ამ დიდი პროექტისაგან თავი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამინისტროსთან რათა მოხდეს როგორმე ამ პროექტის რომელიმე ფონდიდან დაფინანსება.”- განაცხადა არჩილ გოგსაძემ.