ქუთაისელმა სპორტსმენებმა 2019 წელს ჯამში
1491 მედალი მოიპოვეს. აქედან 520 ოქროს მედალია, 426 ვერცხლის, ხოლო 545 ბრინჯაოს.
“ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას ჰყავს მსოფლიოს, ევროპის, საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ბევრად აღემატები 2018 წლის მაჩვენებელს,”-აცხადებენ ა(ა)იპში.
შეგახსენებთ, ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა” გაერთიანამ 2019 წელი შეაჯამა და წლის სპორტსმენად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე დაასახელა.