,,ტორპედოს” ახალი ინვესტორისათვის გადაცემის საკითხს ქუთაისის საკრებულო განიხილავს.
როგორც რადიო ,,ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი ახალი ინვესტორის საკითხს საკრებულო 25 დეკემბერს განიხილავს.
,,როგორც ვიცი, იტალიელი ინვესტორებისათვის ,,ტორპედოს” გადაცემის საკითხს, საკრებულო 25 დეკემბერს განიხილავს. რა პირობებს ითხოვენ ჩემთვის უცნობია. რამდენი წლით და რა პირობებით გადაეცემათ გუნდი, ამას საკრებულოში იტყვიან”.- განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.
ქუთაისის საფეხბურთო გუნდს ,,ტორპედო” ახალი იტალიელი ინვესტორები ეყოლება.
ქუთაისის ,,ტორპედოს” ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დავალიანება 800 ათასი ლარის ოდენობით აღიარა. მილიონ 500 ათას ლარის დავალიანება კი ახალმა ინვესტორმა უნდა დაფაროს.