ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე ,,ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას
მიხეილ აშვეთია შეასრულებს. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილებას ინვესტორი მიიღებს გადაწყვეტილებას.
,,მწვრთნელის მოვალეობას კახა ჩხეტიანის მოადგილე მიხეილ აშვეთია შეასრულებს. როცა გუნდს ახალი, იტალიელი ინვესტორები ჩაიბარებენ, თავად გადაწყვეტენ ვინ მოიყვანონ და რა გააკეთონ”.- განაცხადა თემურ ჩეჩელაშვლმა.
კახა ჩხეტიანმა ტორპედო დატოვა. ის თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. ქუთაისის ,,ტორპედო” იტალიელმა სპონსორებმა უნდა ჩაიბარონ.