თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს
საერთაშორისო ტურნირზე, ქუთაისელმა სპორტსმენმა, შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.146 კილოგრამი დაძლია აკვრაში და ორჭიდი – 266 კგ. შესაბმისად ოქროს მედლები მოიპოვა.
ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დამატებითი სალიცენზიო ქულები მოიპოვა და ოლიმპიურ თამაშებს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.