მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, თურქეთში მიმდინარე
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია.
ტურნირზე ამავდროულად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება და საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.
ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა.