ქუთაისელი სპორტსმენი გურამ ხეცურანი (87კგ) მსოფლიოს U23-ის ჩემპიონატის
ვერცხლის პრიზიორია. გურამ ხეცურიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ცემპიონატში ფინალამდე სამ მეტოქეს, მათ შორის რუს სპორტსმენს მოუგო, ფინალში კი ის უკრაინელ სპორტსმენს შეხვდა.
მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს, სადაც ოქროს მედალი თავისუფალ ჭიდაობაში ქუთაისელმა მირზა სხულუხიამ მოიპოვა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასევე ვერცხლის მედალს ტრამვის გამო დასჯერდა ზვიად პატარიძე.