ქუთაისელი სპორტსმენი, მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე მსოფლიოს
U23 ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. მან ასპარეზობისას ხელის ტრამვა მიიღო. პატარიძემ ასპარეზობა ფინალში ვეღარ შეძლო და ვერცხლის მედალს ავტომატურად დაეუფლა.
შეგახსენებთ რომ პატარიძე ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის 6-6 გზის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. გასულ წელს მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა შორის სეზონის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარა.