წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს სამოყვარულო
ფეხბურთის 2019-ის იმერეთის თამაშების ბოლო მატჩი გაიმართა, რომელიც სამოყვარულო გუნდის “წყალტუბო” -ს გამარჯვებით დასრულდა.
წყალტუბოელმა ფეხბურთელებმა იმერეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და ქვეყნის მასშტაბით 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, შემდეგ ეტაპებში ისინი საქართველოს პირველობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
გამარჯვებულებს თასი სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა გადასცა.
ფოტო: წყალტუბოს მერია