ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა, ქუთისის
“ტორპედო” ,,დინამოსთან” 2:1 დამარცხდა. ,,ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მომდევნო მატჩებში წარმატებისათვის ყველაფერს გააკეთებენ.
,,ვფიქრობ, რომ მარცხის ღირსები არ ვიყავით შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე. არ ვამბობ, რომ ,,დინამოს” თამაშს ვაკნინებ. მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ვფიქრობ, ჩემს ბიჭებს შესწევს იმის ძალა, რომ პრობლემას ავცდეთ. სამი ტური დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ, უფრო მეტად შევიკვრებით. არავინ არაფერს არ ელოდება ამის დამთავრებამდე. უკვე ბიჭებმაც იციან ეგ ყველაფერი. თუ რამე სასიკეთოდ გაირკვევა და გადაწყდება, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს ყველას.” – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
მომდევნო მატჩს ქუთასის ,,ტორპედო” 10 ნომებერს წყალტუბოში ,,დილასთან” გამართავს.
შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია. ახალი ინვესტორების მოძიება მიმდინარეობს.
ფრანკფურტის ,,აინტრახტის” აქციონებმა. რომელბიც ქუთაისის ,,ტორეპდოთი” არიან დაინტერესებული გუნდის ფინანსური დოკუმენტები გაითხოვეს. ასევე გუნდის ფინანსური დკოუმენტაცია “ალიანს გრუპ კომპანიმ” გამოითხოვა და მერიაში აცხადებენ რომ მას შემდეგ მათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები აღარ დაკავშირებიან.
,,თუ სხვა ვინმეც დაინტერესებდა ქუთაისური გუნდით, ჩვენ ყველას შევხვდებით, განვიხილავთ მათ წინადადებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ინვესტორებისადმი არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია”-განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.