ფრანკფურტის ,,აინტრახტის” აქციონებმა. რომელბიც ქუთაისის ,,ტორეპდოთი” არიან
დაინტერესებული გუნდის ფინანსური დოკუმენტები გაითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე ავრცელებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბროსას განაცხადა, ახლა უკვე მათ პასუხს ელოდებიან.
,,ამ ეტაპზე შეხვედრები იყო გერმანული კლუბის წარმომადგენლებთან. ჩამოსულები იყვნენ და შეხვდნენ ქუთაისის მერის მოადგილეებს. გერმანელები დაინტერესებული არიან კლუბი “ტორპედო ქუთაისით”, კლუბის სტადიონით და საწვრთნელი ბაზით. ასევე, სურთ აიღონ ორი მოედანი, სადაც საფეხბურთო სკოლას და აკადემიას მოაწყობენ. რაც შეეხება დავალიანების თემას, ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი გერმანულ მხარესთან არ ყოფილა. მათ მოითხოვეს და ჩვენ გადავეცით ფინანსური დოკუმენტები, გაეცნობიან ამ დოკუმენტებს და გვეტყვიან თავიანთ პოზიციას.” – განაცხადა გიორგაძემ.
მან ასევე ქუთაისის ,,ტორპედოთი” დაინატერესებული სხვა ინვესტორების შესახებაც ისაუბრა.
,,თუ სხვა ვინმეც დაინტერესებდა ქუთაისური გუნდით, ჩვენ ყველას შევხვდებით, განვიხილავთ მათ წინადადებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ინვესტორებისადმი არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია”-განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.
ფრანკფურტის აინტრახტის აქციონერებმა ქუთაისის მერიას ,,ტორპედოზე” პასუხისმგებლობის აღების სანაცვლოდ 4 პუნქტიანი პირობა წაუყენეს.