ფრანკფურტის აინტრახტის აქციონერები ქუთაისის მერიას ,,ტორპედოზე”
პასუხისმგებლობის აღების სანაცვლოდ 4 პუნქტიან პირობას სთავაზობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ტორპედოს” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
,,სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში, საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში, ტორპედოს აღება მიმიმუმ 20 წლიანი იჯარით,ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.” – ასეთია პოტენციური ინვესტორების შეთავაზება ქუთაისის მერიასთან.
დათანხმდებიან თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაში გუნდში ამ პირობით ახალი ინვესტორის შესვლას ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, გერმანელებთან ერთად, “ტორპედოს” სპონსორობის სურვილი იტალიელ და ქართველ ინვესტორებსაც აქვთ.