საქართველოს 28-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.
“ქუთაისი 2010” “ვერას” შეხვდა. მატჩი “ვერას” გამარჯვებით ანგარიშით 84:76 დასრულდა.
“ვერას” საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ირაკლი ხოშტარია წვრთნის.
სუპერლიგის პირველი ტურის მორიგი 2 შეხვედრა 14 ოქტომბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ერთმანეთს “კაკტუსი” – “მგზავრები” და “ოლიმპი” – “დინამო” დაუპირისპირდებიან.
ფოტო: ქუთაისი 2010