,,თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ “ტორპედო”
ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ “შეუწყობს”.”- ამის შესახებ ,,ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განაცხადა. გუნდში ფინანსური პრობლემებია, ფეხბურთელებმა ვარჯიში შეაჩერეს. მიუხედავად ამისა, კახა ჩხეტანი იმედოვნებს, რომ პრობლემები მალე მოგვარდება.
,, არანაირი ბოიკოტი – ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო.მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! 15 წლამდელების გაყვანა რომ მომიწიოს გავალთ და ვითამაშებთ.”- აცხადებს ჩხეტიანი.
,ტორპედო” 19 ოქტომბერს, წყალტუბოში, ,,საბურთალოსთან” ეროვნული ლიგის ტურის მატჩს გამართავს.