ქუთაისის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”
გიგა შუშანია ქუთაისის ,,ტორპედოში” შექმნილ კრიზისულ ვითარებას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, გამორიცხული არაა ადგილი კორუფციას ჰქონდეს.
,, თავიდანვე შეცდომა იყო, როცა ყოველგვარი პირობის გარეშე გადაეცა ჩაჩავას ,,ტორპედო” და ძალიან იაფად მიჰყიდეს. მაგალითად, როდესაც ,,ვისოლს” გადაეცა თანხა და 2 მილიონ ლარამდე ხარჯავდა ყოველწლიურად მარტო გუნდის შენახვაზე, ხოლო რამდენიმე მილიონი აქვს ინფრასტრუქტურის მოწყობაში, მას 500 ათასი დოლარის ჯარიმის სახით გადახდა მოუწია. ეს თანხა როცა ,,ვისოლი” წავიდა 1 წელი ეყო გუნდს შესანახად. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც კორუფციული გარიგება იყო ხელისუფლებასა და ქუთაისის ,,ტორპედოს” შორის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩაჩავას კომპანია ფეხბურთის ფედერაციის სპონსორია დღემდე. ქუთაისის ,,ტორპედოს” სტადიონი უკვე მეორე წელია ტურნირებს ვერ მასპინძლობს.
თვითონ ,,ტორპედომ ევროტურნირებზე გამოიმუშავა წინა წელს მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც კაცმა არ იცის სად წავიდა. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი ფედერაციის გარეშე ამ სქემების ,,გაპრავება” ჩაჩავას მარტო გაუჭირდებოდა.”- აცხადებს დეპუტატი.
მისვე თქმით, ქუთაისის მერია გუნდის პრობლემებში თავიდანვე უნდა ჩართულიყო.
ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტი აღარაა. შეგახსენებთ, ,,ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდის გულშემატკივრები ზაალ ჩაჩავას ,,ტორპედოდან” წასვლას რამდენიმე თვეა ითხოვდნენ.