ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ბალახის საფარს აგებენ. სტადიონს რეაბილიტაციაც უნდა ჩაუტარდეს. ამის შემდეგ ქუთაისის მეოთხე კატეგორიის სტადიონი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელი იქნება ევროტურნირების ჩატარებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ,,ტორპედომ” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატარა.
სტადიონის დირექტორი ამბობს, რომ ჯერ პროექტირება დასრულებული არაა თუმცა იმედოვნებს, რომ ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარებას ,,ტორპედო” ქუთაისში შეძლებს.
,,პროექტი იმდენად მოცულობითია, რომ შეიძლება ყველაფერი ერთად არ გაკეთდეს. გააჩნია თანხების მობილიზებას. ალბათ ეტაპობრივად გაკეთდება. ძირითადი სამუშაოები დაიწყება წელს და გარდამავალი პერიოდით იქეთ წელში გადავიდეს. გუნდს ხელი არ შეეშლება ალბათ. იმიტომ, რომ ეროვნულ ჩემპიონატზე არაა საჭირო მეოთხე კატეგორიის სტადიონი. ასე, რომ გუნდი ახალ სეზონზე შეუდგება თამაშებს ჩვენს სტადიონზე”.- განაცხადა სტადიონის დირექტორმა თამაზ კიკვიძემ.
ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi