“არენა” ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადადღებებიც წყალტუბოში გაიმართა.

ფილმში ბრაზილიელი ლეგენდარული ფეხბურთელი რივალდო მონაწილეობს, ამიტომ ის წყალტუბოში იმყოფებოდა. ფილმის გადაღებებში წყალტუბოს “სამგურალის” უმცროსი თაობის ფეხბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

პროექტის ლოკაციის მენეჯერის ალექსანდრე ფანცულაიას თქმით, გადაღებებისთვის წყალტუბო მისი უნიკალური ბუნების და არქიტექტურის გამო შეირჩა.
“თავიდან ვფიქრობდით, რომ პავილიონში დაგვეწყო გადაღებები, მაგრამ ფილმი ერთგვარი თამაშია. ფილმს ინოვაციური ტექნოლოგიებით ვიღებთ, ამიტომ, საჭირო იყო შესაბამისი გარემო. ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ წყალტუბო საუკეთესო ადგილი იქნებოდა ფილმისთვის. რივალდო და მისი თანმხლები პირები აღფრთოვანებული დარჩნენ წყალტუბოს სილამაზით და აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რაც კი უნახავთ. ცნობილი ფეხბურთელის გარდა, ამ ფილმში მსოფლიო დონის ხელოვანებიც მიიღებენ მონაწილოებას,” – განაცხადა ლოკაციის მენეჯერმა.

გადაღებები წყალტუბოში სანატორიუმ “მეტალურგში” მიმდინარეობდა. adjarabet.com-ის ფილმი ეკრანებზე სექტემბრის ბოლოს გამოვა.

ფოტო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *