მაქსიმე ქვილითაიამ ,,ტორპედო" დატოვა
ქუთაისის ,,ტორპედო" მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა. გუნდის
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვილითაია კარიერას
უცხოეთში გააგრძელებს.
"რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, "ტორპედომ" დღეს ვარჯიში
განაახლა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდს მეკარე, ვიცე-კაპიტანი მაქსიმე
ქვილითაია დაემშვიდობა, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის
მადლობა გადაუხადეს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს."-
წერა გავრცლებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუნდში კვლავ ფინანსური პრობლებია. ისევ გაურვეველია
კლუბის პრეზიდენტისა სპონსორის მოლაპარკების შედეგები. არსებული
ინფორმაციით, დავალიანება მხოლოდ იმ 5 ფეხბურთელს დაუფარეს, რომლებიც
ძველი შემადგენლობიდან გუნდში ამ დრომდე რჩებიან. ფინანსური
პრობელების გამო ,,ტორპედო" 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ევროპალიგის
საკვალიფიკაციო ეტაპზე მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ახალი გუნდი
გაიყვანა. ,,ტორპედო" საკვალიფიკაციო ეტაპს უკვე გამოეთიშა.
ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi
მასალის გამოყენების პირობები