ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ტორპედო” ,,ორდაბასთან”
დამარცხდა. მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა. ფინანსური პრობელების გამო ,,ტორპედო” 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ამიტომ ,,ტორპედო” მატჩებზე ახალი გუნდით მონაწილეობდა.
,,ტორპედოში” კონტრაქტი დაუმთავრდა მათე ცინცაძესაც. გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა სურს კარიერა უცხოეთშ გააგრძელოს.
“კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და მსურს ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო “ტორპედოსა” და მისი ფანების მიმართ იმ ყველაფრისთვის, რაც ამ პერიოდში ერთად გამოვიარეთ, თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. მინდა კარიერა უცხოეთში გავაგრძელო, მაგრამ რა იქნება, ჯერ არ ვიცი… “ტორპედოდან” წასვლა გადაწყვეტილი არ მაქვს!”- ამბობს მათე ციცნაძე, რომელის კომენტარსაც ,,ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს.
,,ტორპედოს” მწვრთნელის, კახა კახა ჩხეტიანის განცხადებით, მათე ცინცაძეს უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს შეთავაზებენ და შეეცდებიან გუნდში დარჩეს.