ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრები მერიის წინ მორიგ აქციას გამართავენ.

ორგანიზატორების განხადებით, აქციაზე გუნდის მხარდასაჭერ ვიდეოს აჩვენებენ, რომელშიც ცნობადი საახეებიც მონაწილეობენ.

“ოთხშაბათს 19:00 საათზე მერიასთან იმართება სოლიდარობის (მხარდაჭერის ) აქცია. სადაც არ გაჟღერდება არანაირი მოთხოვნა.ეს იქნება უბრალოდ გვერდში დგომა . ამ “კამპანიაში” ჩართულია უკვე სრულიად საქართველო. ვამზადებთ მხარდასაჭერ ვიდეო რგოლსაც, რომელშიც არა მხოლოდ ყველასათვის ცნობილი სახეებია, არამედ იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც სტკივა დღევანდელი მდგომარეობა”.- ამბობს “ტორპედოს” ერთ-ერთი გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია.

ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრებმა აქცია გასულ კვირასაც გამართეს. მაშინ მათ გუნდიდან პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მიერ დავალიანების დაფრვა და გუნდიდან წასვლა მოითხოვეს. ასევე მოუწოდეს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად გამოეცხადებინა.

შეგახსნებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც “ტორპედო” ფეხბურთელების ნაწილმა, გიორგი ქიმაძემ, ლევან გეგეჭკორმა, მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ აზაცკიმ, მერაბ გიგაურმა, ამბროსი ჩაჩუამ, ნოდარ ქავთარაძემ, რიჩარდ ლუკამ, დატოვა.

გუნდში რჩებიან :როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე ვახტანგ ნებიერიძე, მათე ცინცაძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე.

კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა. მისივე განცხადებით, ფეხბურთელებს ამ ეტაპზე მხოლოდ 2 თვის ხელფასი ჩაურიცხეს.

“ტორპედოს” პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას თავიდან ვარაუდობს. ზაალ ჩაჩავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება გაფორმდება “ტორპედოს” გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.

რადიო “ძველი ქალაქი” ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე: 

“ტორპედოს” პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას ვარაუდობს


“მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს” – ზაალ ჩაჩავა


“ჩაჩავა უნდა წავიდეს” – “ტორპედოს” გულშემატკივრება აქცია გამართეს

“ტორპედოს” გულშემატკივრებმა აქცია განაახლეს


“ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *