საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გულშემატკივრებმა საპროტესტო
აქციები განაახლეს. ისინი კვლავ მერიის წინ შეიკრიბნენ და კლუბის პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წასვლა მოითხოვეს.
“ჩაჩავა უნდა წავიდეს, ეკონომიკის სამინისტრომ კი ზომები დროულად უნდა მიიღოს. ჩვენ გუნდის გარეშე ვრჩებით,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.
გუნდის გულშემატკივრები მერიის წინ გუშინაც შეიკრიბნენ და ადგილზე დილამდე დარჩნენ.
ეკონომიკის სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.