“UEFA -ს შეუძლია მხოლოდ გამოიძიოს ორგანიზაციის ეგიდით
მიმდინარე ტურნირებში მომხდარი ინციდენტები.” – ასე უპასუხა რუსი დეპუტატების განცხადებებს უეფამ ქართული საფეხბურთო კულბების მიერ მატჩებზე ანტისოკუპაციო მაისურებთ გასვლის გამო გამოთქმულ პრეტენზიებზე.
“იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოვლენები შიდა ტურნირში მოხდა, ნებისმიერი შემდგომი დისციპლინური მოქმედება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქციაშია. უეფას შეუძლია მხოლოდ გამოიძიოს ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებში მომხდარი ინციდენტები “. – ნათქვამია UEFA-ს წარმომადგენლის კომენტარში, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები აქვეყნებენ.
შეგახსნებთ, რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას “ტვიტერით” მიმართა, მოეხდინა რეაგირება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების ანტიოკუპაციური მაისურებით გამოსვლაზე.
კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი სვიჩჩევმა განაცხადა, რომ ფიფა და უეფა ვალდებულნი არიან უპასუხონ ქართველი ფეხბურთელების მოქმედებას.
წყალტუბოში მიმდინარე ეროვნული ლიგის მატჩზე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა. “ტორპედოს” მსგავსად რუსული ოკუპაცია თბილისის “ლოკომოტივმა” და რუსთავის “რუსთავმა” გააპროტესტეს.
ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi