ქუთაისის ლევან კირკიტაძის სახელობის N15 ფარიკაობის კომპლექსური
სკოლის რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან 150 000 ლარით დაფინანსდება. ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, სპორტული სკოლის შენობა მოუწესრიგებელია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.
სპორტული სკოლების რეაბილიტაცია ეტაპობრივად 2020 წლიდან დაიწყება. მიმდინარეობს სპორტული სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა.
ქუთაისში სულ 11 სპორტული სკოლაა, რომელშიც 4232 მოსწავლე სწავლობს.
ფოტო: სპორტის ააიპი