2020 წლიდან ქუთაისში სპორტული სკოლების
სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
როგორც მერიის სპორტის ააიპში აცხადებენ, ამ ეტაპზე სპორტული სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
რეაბილიტაცია სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდება. რაც შეეხება შენობების მოწყობისათვის საჭირო თანხებს, სპორტის ააიპში ამბობენ, რომ საერთო ბიუჯეტი სკოლების მდგომარეობის შესწავლის პროცესის დასრულების შემდეგ შედგება.
ქუთაისში სულ 11 სპორტული სკოლაა, რომელშიც 4232 მოსწავლე სწავლობს.