ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება
მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გამოაცხადა. როგორც მოსამართლემ განმარტა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით კვირიკაშვილის ბრალეულობა არ დადასტურდა. კაპანაძის თქმით, სასამართლო 6 ექსპერტის მოსაზრებას დაეყრდნო, რის მიხედვითაც კვირიკაშვილს ავარიის აცილება არ შეეძლო.
სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. პროკურორმა ექსპერტიზის დასკვნები საანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დაცვის მხარემ განმარტა, რომ საქმეში არსებული სადავო ავტომანქანა ნამდვილად მოძრაობდა და სწორედ ამ მანქანამ აიძულა კვირიკაშვილი მანევრი გაეკეთებინა, რასაც შეჯახება მოჰყა.
თავად ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის თქმაზე უარი განაცხადა.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლენ.