საკალათბურთო გუნდმა “ქუთაისი 2010” “ტიტებთან”
გამართულ ნახევარფინალში 3:1 ანგარიშით გაიმარჯვა.
გამარჯვების შემდეგ ქუთაისის გუნდი სუპერლიგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
ფინალურ თამაშებში ქუთაისის მეტოქე თბილისის “დინამო” იქნება.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის გამარჯვებული 4 ფინალური მატჩის შემდეგ გამოვლინდება.
ფოტო: BC Kutaisi 2010