19 მარტიდან იმერეთში სკოლის მოსწავლეებისათვის რეგიონული თამაშები დაიწყება.

პირველი შეხვედრა ხელბურთში გაიმართება, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უმასპინლებს.

რეგიონულ ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფკახაძე შეხვდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ქუთაისის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულ გუნდებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *