ქუთაისის “ტორპედოს” 21 წლის შემტევი ნახევარმცველი
რიჩარდ ლუკა შეემატა. პრესსამსახურის ინფორმაციით, “ტორპედოსა” და მექსიკურ “ტიგრესს” შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი “ტორპედოში” 1-წლიანი იჯარით გადავიდა.
ის საქართველოში დღეს ჩამოფრინდა და ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს.
2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური “გოიასის” ღირსებას იცავდა, საიდანაც “სანტოსის” 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა და შემდეგ მექსიკურ “ტიგრესში” თამაშობდა.
მიმდინარე კვირას “ტორპედოს” შემადგენლობას ასევე 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი შეუერთდა.